ფეხბურთი

15:12 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერბები ევრო 2024-ის დატოვებით იმუქრებიან

სერბეთის ნაკრები ევრო 2024-დან გასვლით იმუქრება, თუ უეფა ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების გულშემატკივრებს უცენზურო სკანდირებისთვის არ დასჯის. ამის შესახებ სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა.

„უპირველესად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს ინგლისის წინააღმდეგ მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, სლოვენიას დავამარცხებთ. რაც მოხდა აღმაშფოთებელია და ჩვენ მოვითხოვთ უეფას სანქციების დაწესებას ამ ადამიანების წინააღმდეგ, თუნდაც ეს ტურნირის დატოვებად დაგვიჯდეს“, - ციტირებს სურბატოვიჩის სიტყვებს ბრიტანული The Sun.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს B ჯგუფის მეორე ტური მატჩის დროს ხორვატიასა და ალბანეთს შორის (2:2), ტრიბუნიდან ისმოდა შეაძახილები: „დახოცე სერბები, დახოცე სერბები...“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12675