ფეხბურთი

14:06 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუიჯი დი ბიაჯო: "არ შეიძლება ფეხბურთელს 100 მილიონად აფასებდე და 1 მილიონის ხელფასს უხდიდე"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიჯი დი ბიაჯომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იმსახურებს ხელფასის მომატებას.

„ინტერის“ და „რომას“ ყოფილი ნახევარმცველის აზრით, ფეხბურთელი, რომლის გაყიდვა „ნაპოლის“ 100 მილიონად უნდა, არ შეიძლება ხელფასის სახით მხოლოდ ერთ მილიონს იღებდეს.

„ანტონიო კონტე ეცდება გაიგოს რა მოხდა და გამოასწორებს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ სიტუაციას, მასთან იმუშავებს. ორი წლის წინ კვარაცხელიამ კარგ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ მაშინ ის იწყებდა ნეაპოლურ კარიერას და ეს საწყისი ფასი იყო, მაგრამ ახლა, როცა ფეხბურთელის გაყიდვა 70, 80 ან 100 მილიონ ევროდ გინდა, შეიძლება ხელფასის სახით მხოლოდ ერთ მილიონს უხდიდე? ის იმსახურებს კონტრაქტის გაუმჯობესებას. ბიჭი, რომლის ხელფასი 1.5 მილიონია, 20 მილიონად იყიდება“, - აღნიშნა დი ბიაჯომ.

0.120224