ფეხბურთი

12:53 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ზე სლოვენიასთან მომავალ მატჩზე ისაუბრა

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში სლოვენიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ყველაფერს გავაკეთებთ სლოვენიის დასამარცხებლად. ამ მატჩში სხვა შედეგზე ფიქრით არ გავალთ. ძალიან კარგი მატჩი იქნება და მოუთმენლად ველოდები, მაგრამ ჩვენი მიზანი აუცილებლად გამარჯვებაა. ყველამ ვიცით, რას მოგვიტანს ეს თამაში. ყველა მოტივირებულია. ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში იქნებიან უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებსაც სლოვენია შემოგვთავაზებს“, - ციტირებს სტოიკოვიჩის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

სერბეთისა და სლოვენიის მატჩი დღეს, 20 ივნისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება და თბილისის 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118058
სარეკლამო ადგილი - 99
X x X