ფეხბურთი

0:59 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიამ შოტლანდიასთანაც აიღო ქულა და კარგ მდგომარეობაშია

მეორე ტურის პირველი სათამაშო დღე შოტლანდიისა და შვეიცარიის მატჩით დაიხურა, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა.

შეხვედრა შედარებით ფრთხილად დაიწყო, თუმცა სწრაფი გოლი მაინც ვიხილეთ. მე-13 წუთზე შოტლანდიის ნაკრებმა და კერძოდ, ენდი რობერტსონმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყო, მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული პასი სკოტი მაკტომინეის მიუვიდა რომელმაც კარგად ვერ დაარტყა და იან ზომერი მზად იყო ბურთი ხელებში დაეჭირა, თუმცა მას წინ ფაბიან შერი აღუდგა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის მიუხედავად, გოლი მაინც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს ჩაეთვალა - 0:1.



გაშვებული გოლის შემდეგ შვეიცარია გააქტიურდა. მატჩის 26-ე წუთზე რელსტონის დაშვებული შეცდომით ჯერდან შაქირიმ ისარგებლა, საჯარიმოს შორიდან შესანიშნავად დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა - 1:1.



ამ გოლით შაქირი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ 3 ევროპის და 3 მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.

პირველი ნახევარი ასე დასრულდა, მეორე ტაიმი კი მიუხედავად იმისა, რომ მოგება შოტლანდიას უფრო სჭირდებოდა, შვეიცარიელთა აქტიურობით დაიწყო. კარგი შანსი ჰქონდა ნდოიეს, თუმცა მას ანგუს განმა აჯობა.

თავისი მომენტი შეექმნა შოტლანდიის ნაკრებსაც, როდესაც ჰენლის მიერ თავით დარტყმული ბურთი ზომერის კარის ძელს მოხვდა.

დარჩენილ დროში ცვლილებაზე გამოსულმა ბრილ ემბოლომ შეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა და საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.

ორი ტურის შემდეგ შვეიცარიას 4 ქულა დაუგროვდა და ჯგუფიდან გასვლა თითქმის გარანტირებული აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ გუნდს გაუჭირდება ჯგუფში თუნდაც 4 ქულის მოპოვება, შოტლანდიას კი ბოლო ტურში, 23 ივნისს აუცილებლად უნგრეთის დამარცხება ესაჭიროება. ამავე დღეს შედგება გერმანიისა და შვეიცარიის მატჩიც.

შოტლანდია 1:1 შვეიცარია

მაკტომინეი 13 - შაქირი (26)

რაინენერჯიშტადიონი - კიოლნი

მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

შოტლანდია (5-4-1): განი - რელსტონი, ჰენდრი, ჰენლი, ტირნი (მაკკენა - 61), რობერტსონი - მაკგრეგორი, გილმორი (მაკლინი - 79), მაკტომინეი, მაკგინი (კრისტი - 90) - ადამსი (შენკლენდი - 90).

მთავარი მწვრთნელი: სტივ კლარკი.

შვეიცარია (3-4-2-1):
ზომერი - შერი, აკანჯი, როდრიგესი - ვიდმერი (სტერგიუ - 86), ჯაკა, ფროილერი (სიერო - 75), შაქირი (ემბოლო - 60) - ებიშერი, ვარგასი (რიდერი - 75) - ნდოიე (ამდუნი - 86).

მთავარი მწვრთნელი: მურათ იაკინი.

A ჯგუფი
გერმანია 2 0 0 6 7/1 1
შვეიცარია 1 1 0 4 4/2 2
შოტლანდია 0 1 1 1 2/6 3
უნგრეთი 0 0 2 0 1/5 4
0.119207