ფეხბურთი

0:46 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, ვისაც თურქეთთან შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს. მოთამაშეები, რომლებმაც ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ.

20 ივნისს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 21 ივნისს, ჩვენი გუნდი ჩეხეთთან მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ვარჯიშის შემდეგ, ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება. საქართველო ჩეხეთის შეხვედრა 22 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112886