ფეხბურთი

23:59 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

Sky Italia: „ნაპოლის“ პირველი შენაძენი რაფა მარინი იქნება

იტალიური Sky Sports-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ზაფხულის პირველ ტრანსფერს სულ მალე გააოფიციალურებს და ეს ესპანელი მცველი, რაფა მარინი იქნება.

რაფა მარინი 22 წლის ცენტრალური მცველია, რომელიც „რეალ მადრიდს“ ეკუთვნის, თუმცა ის გასულ სეზონში „ალავესში“ იყო განათხოვრებული, სადაც 35 მატჩი ჩაატარა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ესპანელი მცველი და „ნაპოლი“ კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ და სულ ცოტა ხანში მარინი ანტონიო კონტეს პირველი შენაძენი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ სერია A-ს გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულეს და ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112748