ფეხბურთი

21:00 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

The Athletic საქართველოზე: „როდესაც მათ ასეთ თამაშს შეხედავ, მიხვდები, რომ ბრწყინვალე ტურნირი იქნება“

პოპულარულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა, The Athletic-მა თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ვრცელი სტატია მიუძღვნა:

„როდესაც საქმე ფეხბურთის ხარისხს და გართობას ეხება, ხშირად რამდენიმე შეცდომას ვუშვებთ. ჯერ-ერთი, ყოველთვის ვფიქრობთ, რომ მოგებული გუნდი ყოველთვის კარგია და წაგებული ყოველთვის ცუდი. თუმცა არსებობს მატჩები, როდესაც ორივე გუნდი თანაბრად ცუდია, ან ეს შემთხვევა, როდესაც ორივე კარგი.

მეორე რიგში, ამბავს ყოველთვის გამარჯვებულის პერსპექტივიდან ვუყურებთ. მიზეზი, თუ რატომ მოიგო თურქეთმა, 3-წუთიან მიმოხილვაში შეგიძლიათ გაიგოთ. მაგრამ ეს თამაში, მთლიანად საქართველოს ეხებოდა.

სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოს ამ ტურნირზე თამაშის უფლება არ ჰქონდა. მათ თავიანთ საკვალიფიკაციო ჯგუფში ერთადერთი კვიპროსის დამარცხება შეძლეს და ევროზე თამაშის უფლება მხოლოდ უეფას მიერ მოფიქრებული ერთა ლიგის სისტემით მოიპოვეს. საქართველოს პირველი ამოცანა თურქი გულშემატკივრების დადუმება იყო.

ეს მატჩი ყველაზე მეტად ასახავს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპს. სუსტი გუნდები ძალიან ბევრს იბრძვიან. ატმოსფერო ფანტასტიკურია და ეს ტურნირი უეფას ახალი სისტემის დასარეკლამებლად შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

წლები გავა და ხალხი ევრო 2024-ს ფინალის და გამარჯვებულის თვალით შეაფასებს, მაგრამ ახლა, როდესაც ხედავ, რომ ფურცელზე ტურნირის 24-ე საუკეთესო გუნდი მოედანზე გამოდის, ასეთ თამაშს აჩვენებს და ტურნირის საუკეთესო შეხვედრას გვთავაზობს, უკვე იცი, რომ ეს ბრწყინვალე ტურნირი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112911