ფეხბურთი

18:19 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ESPN-მა პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა

ნიდერლანდურმა ESPN-მა ევრო 2024-ის პირველი წრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძეც შეიყვანა.

„რა თქმა უნდა თავდამსხმელის პოზიციაზე გოლის ავტორი უნდა იყოს. ორი გოლი არავის გაუტანია (თუმცა ფიულკრუგს ერთი და ლუკაკუს ორი გაუუქმეს). გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „აიაქსი“ შეცდა. თავდამსხმელის პოზიციაზე მან ლიგა 1-ში შესანიშნავად ითამაშა და იგივე შეგვიძლია ვთქვათ ეროვნულ გუნდზე. ის ძალიან ახლოს იყო მეორე გოლთან და ბომბარდირთა დავაში გალიდერებასთანაც“ - წერს ESPN მიქაუტაძეზე.

მიქაუტაძესთან ერთად, ნიდერლანდული გამოცემის სიმბოლურ გუნდში უნაი სიმონი (ესპანეთი), იოზუა კიმიხი (გერმანია), რადუ დრაგუშინი (რუმინეთი), ანდრეას კრისტენსენი (დანია), ნათან აკე (ნიდერლანდები), ტონი კროოსი (გერმანია), ნგოლო კანტე (საფრანგეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია) და კოდი გაკპო (ნიდერლანდები) მოხვდნენ.





შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიაში გატანილი პირველი გოლის ავტორი გახდა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის პირველ მატჩში თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11985