ფეხბურთი

16:45 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის II ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

დღეს ნიონში უეფას კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართული გუნდების მეტოქეები გახდა ცნობილი.

„დინამო ბათუმი“ - ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ მარცხის შემთხვევაში, „დინამო ბათუმის“ მეტოქე უელსურ „ნიუ სენტსსა“ და მონტენეგროს „დეჩიჩს“ შორის გამარჯვებული იქნება.



„დინამო თბილისი“ - კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს „მორნარის“ დამარცხების შემთხვევაში, „დინამო თბილისი“ სერბულ „რადნიჩკის“ დაუპირისპირდება.



ქუთაისის „ტორპედო“ - კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური „ტირანას“ ძლევის შემთხვევაში, „ტორპედოს“ მეტოქე კვიპროსული „ომონია იქნება“.



„იბერია 1999“ - იმის გამო, რომ ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ კონფერენს ლიგა მოიგო, „იბერია 1999“ ევროპის კონფერენს ლიგაზე პირდაპირ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე მალტურ „მარსაშლოკსა“ და ალბანურ „პარტიზანს“ შორის გამარჯვებული იქნება.



კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25 ივლისს და 1 აგვისტოს გაიმართება. 22 ივნისს კი III საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119065