ფეხბურთი

16:14 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახამ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

„ვალენსიას“ ყოფილი ფეხბურთელი კლუბის მთავარ მწვრთნელად 2023 წელს დაინიშნა, როდესაც მან ჯენარო გატუზო შეცვალა და მას შემდეგ კლუბმა თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა.

ლა ლიგის გასულ სეზონში „ვალენსიამ“ 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა. ბარახას ანგარიშზე კლუბის დამრიგებლის რანგში გამართულ 55 შეხვედრაში 19 მოგება, 14 ფრე და 22 მარცხია.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, გასულ სეზონში მან „ღამურების“ კარი 37 მატჩში დაიცვა. 1 წითელი ბარათი დაიმსახურა და კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა.

0.117356