ფეხბურთი

2:44 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედია საქართველო-თურქეთის მატჩზე: „ეს რაღაც ფეხბურთს მიღმა იყო“

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულმა მატჩმა უცხოურ მედიაში დიდი ყურადღება დაიმსახურა და ეს შეხვედრა პირველი ტურის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩადაც აღიარეს.

არაერთმა ცნობილმა გამოცემამ საქართველოს ნაკრები ძალიან დადებითად დაახასიათა. გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ვებ-გვერდის ეპითეტს ჩვენი ნაკრების და ზოგადად, შეხვედრის შესახებ.

Bleacher Report: „ბოდიში მოგვითხოვია. თქვენი თამაშის შესახებ არაფერი ვიცოდით.“

The Independent: „გაპატიებთ, თუ თურქეთისა და საქართველოს მატჩი წინასწარ ყველაზე ნაკლებსანახაობრივ მატჩად შერაცხეთ. ბოლო-ბოლო, ამ გუნდების რეიტინგი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. თანაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არანაირი გამოცდილება ჰქონია. თუმცა თამაში? ეს რაღაც ფეხბურთს მიღმა იყო.“

New York Times: „თურქეთისა და საქართველოს მატჩმა ევრო 2024 ახალ დონეზე აიყვანა.“

DailyMail: „რამდენად წარმოუდგენელი იყო ეს მატჩი. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა ორ გუნდს შორის. სწორედ ამიტომ არის ეს ტურნირი ასეთი განსაკუთრებული, ის ყველასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“

The Guardian: „მოედანზე აბსოლიტური აჟიოტაჟი იყო. ეს ის გრძნობებია, რომელიც მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია გაგრძნობინოს. აი სპორტი! არაფერია ამის მსგავსი.“

Reuters: „საქართველომ სადებიუტო მატჩი წააგო, თუმცა გულშემატკივრების გული მოიგო. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მატჩის გადამწყვეტ მომენტში მათ ბურთი ძელს გაარტყეს, რის შემდეგაც თურქეთმა ცარიელ კარში შეძლო გოლის გატანა.“

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პირველ მატჩში თურქეთთან 1:3 დამარცხდა. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111452