ფეხბურთი

19:50 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია

დღეს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ გათამაშება 16 აგვისტოს დაიწყება.

I ტურის პირველ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ფულემს“ უმასპინძლებს. პირველი ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 18 აგვისტოს შედგება, სადაც ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. „ლივერპულის“ მეტოქე ახლადაღზევებული „იფსვიჩი“ იქნება, „არსენალი“ კი საკუთარ მოედანზე „ვულვზს“ მიიღებს.

ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ პრემიერ ლიგა 2025 წლის 25 მაისს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა, რომელმაც 91 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „არსენალს“ 2 ქულით გაასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114659