საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველ მატჩს ჩაატარებს ევროპის ჩემპიონატზე და ისტორიულ შეხვედრაში ვილი სანიოლის მიერ შერჩეული ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია.
ფრანგმა სპეციალისტმა ჩვეულ 3-მცველიან სქემაზე გააკეთა არჩევანი, რაც მოსალოდნელიც იყო.
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე
თურქეთი (4-2-3-1): გიუნოკი; მიულდური, აკაიდინი, ბარდაკჯი, კადიოღლუ; აიჰანი, ჩალჰანოღლუ; არდა გიულეი, კოკჩუ, ილდიზი; ილმაზი
მატჩი დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან