ფეხბურთი

18:15 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ მეტოქეები ცნობილია

დღეს ნიონში უეფას კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ „დინამო თბილისის“ მეტოქე მონტენეგროს „მორნარი“, „ტორპედოს“ მეტოქე კი ალბანეთის „ტირანა“ იქნება.

„დინამო თბილისი“ პირველ მატჩს სტუმრად, მონტენეგროში გამართავს. ქუთაისის „ტორპედოს“ კი ალბანური „ტირანას“ მიღება საკუთარ მოედანზე მოუწევს. მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება.

იმის გამო, რომ ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ კონფერენს ლიგა მოიგო, კიდევ ერთი ქართული კლუბი, „იბერია 1999“ ევროპის კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ასევე დღესვე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც, სადაც „დინამო ბათუმს“ მეტოქედ ბულგარული „ლუდოგორეცი“ შეხვდა. იქ მარცხის შემთხვევაში აჭარული კლუბიც ამ ტურნირზე გადმოერთვება და ბრძოლას II საკვალიფიკაციო ეტაპიდან გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119759