დღეს EPCR-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე კიდევ 2 წლის განმავლობაში ითამაშებს.
ქართულ ფრენჩაიზთან ერთად, ტურნირზე მონაწილეობის უფლება კიდევ 2 წლით სამხრეთ აფრიკულმა „ტიოიტა ჩიტაჰსმაც“ მიიღო.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქართული რაგბისა და მთლიანად ქვეყნისთვის. ჩვენ ამისთვის წლების განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მადლიერები ვართ EPCR-ის და მათი ხელმძღვანელობის“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშებაში პირველად გასულ წელს ჩაერთო და ტურნირზე პირველივე წელს, გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა. ქართულმა ფრენჩაიზმა უელსში „სქარლეთსი“ 23:7 დაამარცხა.