დღეს უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ „დინამო ბათუმის“ მეტოქე საკმაოდ ძლიერი „ლუდოგორეცი“ იქნება.
საქართველოს ჩემპიონი ბულგარეთის ჩემპიონს პირველ შეხვედრაში სტუმრად დაუპირისპირდება. I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება. უკვე ხვალ, 19 ივნისს, II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც გაიმართება და გავიგებთ, პირველ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, „დინამო ბათუმი“ ვის დაუპირისპირდება.
დღესვე, 18:00 საათზე შედგება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც, სადაც თავიან მეტოქეებს ქუთაისის „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ გაარკვევენ.