14:55 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდში სავარაუდო ქარიშხლის გამო ფან-ზონა დაიკეტა

დორტმუნდში სავარაუდო ქარიშხლის გამო, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ ფან-ზონა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი დაიკეტა - წერს Dortmund.de.

„ვესტფალენპარკში საჯარო ჩვენება არ იქნება. ასევე დაიხურა ფრიდენსპლაცის ზონა. მიზეზი ამინდის გაუარესების გამო გაფრთხილებაა: „გულშემატკივრებს, რომლებსაც სტადიონზე შესასვლელი ბილეთები არ აქვთ, ვთხოვთ შინ დარჩნენ“, - ნათქვამია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დღეს, 18 ივნისს გაიმართება დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკის“ სტადიონზე და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

0.130525