ფეხბურთი

11:09 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ორი გოლი გაუუქმეს

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ გახდა პირველი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელსაც ერთ მატჩში ორი გოლი გაუუქმეს.

ევრო 2024-ის E ჯგუფის პირველ ტურში სლოვაკეთის ნაკრებთან მატჩში ფორვარდს ორჯერ არ ჩაუთვალეს გოლები. პირველად თამაშგარეს გამო. შემდეგ ლუა ოპენდას ბურთის ხელით შეხების გამო, რომელმაც ბურთი ლუკაკუს გადასცა.

მატჩი ფრანკფურტში გაიმართა და სლოვაკების გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

0.142217