სხვა

1:53 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბექა კასრაძემ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა

საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე 61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა კასრაძე გამოვიდა, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა.

ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 87 / 92 კილოგრამი დაძლია მე-9 ადგილზე გავიდა.

კასრაძემ აკვრაში თავი 111 / 115 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც ორჭიდში მოგროვილი 207 კილოგრამითაც მე-7 ადგილი ერგო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 55 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ქინქლაძემ 3 ოქროს, შოთა კაკაბაძემ კი 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი კონტინენტის პირველობაზე 20-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.

0.11664