ფეხბურთი

21:02 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

GOAL: ევრო 2024-ზე საქართველო ისტორიის გაგრძელებას შეეცდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ჩვენი გუნდი მსოფლიოს წამყვანი სპორტული გვერდების ობიექტივში ექცევა. ამჯერად საქართველოზე სტატია ცნობილმა ვებ-გვერდმა, GOAL-მა გამოაქვეყნა:

„არც ერთი საერთაშორისო ტურნირი არ არის სრულყოფილი ე.წ. ანდერდოგის ისტორიის გარეშე და ევრო 2024-ზე ამ პოზიციას საქართველო შეავსებს, რომელიც ისტორიის გაგრძელებას შეეცდება. მათ საწინააღმდეგოდ გაცემული ფსონებით და მიხვეულ-მოხვეული გზებით, კავკასიელებმა ისტორიაში პირველ დიდ ტურნირს მიაღწიეს.

ნაცნობი სახელები გუნდში და სუპერვარსკვლავი სასტარტო შემადგენლობაში. ნაცნობ გარემოში დაბრუნებული მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდა ვილი სანიოლი გუნდს სათადარიგო სკამიდან გაუძღვება, მოედანზე კი ხვიჩა კვარაცხელია შეეცდება ინსპირაციული მომენტების შექმნას“ - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.121935