უმცროსი ბორჯღალოსნები (18-წლამდე) აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც ტიერ1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად, 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს გარდა სერიაში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის და სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, მეექვსე ნაკრების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.
ჩვენი 18-წლამდელები ვესთერნ ქეიფისკენ გეზს 6 აგვისტოს აიღებენ და 12, 16 და 20 აგვისტოს სამ თამაშს გამართავენ. ჯერჯერობით უცნობია რომელი გუნდები იქნებიან უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები.
RUGBY.GE