ხვალ, 18 ივნისს, 16:00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, დღეს კი „დინამო ბათუმის“ სავარაუდო მეტოქეები გახდა ცნობილი.
საქართველოს ჩემპიონი მე-3 ჯგუფში განუთესავ გუნდებს შორის არის და მისი სავარაუდო მეტოქეები „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „FCSB“ (რუმინეთი), „პიუნიკი“ (სომხეთი) და „პეტროკუბი“ (მოლდოვა) არიან.
I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება. ზეგ, 19 ივნისს, II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც გაიმართება და გავიგებთ, პირველ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, „დინამო ბათუმი“ ვის დაუპირისპირდება.