ფეხბურთი

17:27 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლის ასისტენტი: „გერმანიაში ტურისტებად არ ჩავსულვართ“

ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, ვილი სანიოლის ასისტენტი, დევიდ უები ESPN-ს ესაუბრა:

„როდესაც ნიკა კვეკვესკირი ბოლო პენალტის შესასრულებლად ბურთთან მივიდა, უეცრად საოცარი სიჩუმე ჩამოცვა, ხოლო როდესაც ბურთი კარის ბადეში შევარდა, ეს რაღაც ფილმის სცენარს წააგავდა. მთელი სტადიონი აფეთქდა. გულშემატკივრები მოედანზე შემოცვივდნენ. იმ დღეს ბედნიერების ბევრი ცრემლი დაიღვარა.

ამ მიღწევამ მთელი ქვეყანა ძალიან გააბედნიერა. საქართველოს საკმაოდ კარგი მორაგბეთა ნაკრები ჰყავს, თუმცა როდესაც იქ მოხვდებით, მიხვდებით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთს მათთვის. თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის ავტობუსს 50 000 ადამიანი მიყვებოდა და წარმატებას მთელი ღამე აღნიშნავდნენ.

რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა გერმანიაში ტურისტებად ამ საშოპინგოდ არ ჩავსულვართ. ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმ ხარისხით, რომელიც გაგვაჩნია, ვფიქრობ ჯგუფიდან გასვლასაც შევძლებთ.“ - განაცხადა დევიდ უებმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.

0.114692