ფეხბურთი

14:08 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: „ფეხბურთელები კი არ უნდა მომერგონ, მე უნდა მოვერგო მათ“

ევრო-2024-ზე ავსტრიასთან სასტარტო მატჩის წინ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა საკუთარ სამწვრთნელო სტილზე ისაუბრა და გულშემატკივარს ძალზე საინტერესო მოსაზრებები გაუზიარა.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, ვეყრდნობოდი ჩემს, როგორც მოთამაშის წარსულს, მაგრამ შემდეგ ადაპტირება მომიწია. ვთვლი, რომ ფეხბურთელები კი არ უნდა მომერგონ, მე უნდა მოვერგო მათ.

ვცდილობ, გავიხსენო ყოველივე ის, რასაც ჩემი მწვრთნელების მუშაობაში კარგ და პოზიტიურ მხარეებად მივიჩნევდი და ამავდროულად, მუშაობაში საკუთარი შტრიხიც შევიტანო.

თუკი ფეხბურთელს ვეუბნები, რომ მესმის რას გრძნობს, ე.ი. მეც ვყოფილვარ იმავე სიტუაციაში.

მეორეს მხრივ, არასდროს მოვიხსენიებ საკუთარ თავს და არც შევადარებ „ჩემს თავს ამ დროს“. ეს არც ჩემი ცხოვრებაა და არც ჩემი ისტორია - აქ ყველაზე მთავარი, მოთამაშეები და მიმდინარე მომენტია“- ციტირებს დეშამის სიტყვებს უეფა.

D ჯგუფში, საფრანგეთი-ავსტრიის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ამავე ჯგუფში ერთი შეხვედრა გუშინ გაიმართა, რომელშიც ნიდერლანდებმა ანგარიშით 2:1 პოლონეთი დაამარცხა.

0.116839