ევრო-2024-ის მატჩში სერბეთთან ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა სანაკრებო რეკორდი დაამყარა.
Opta Sports-ის ინფორმაციით, ეს თამაში კეინისთვის 23-ე გამოდგა დიდ სანაკრებო ტურნირებზე, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი.
წინა მიღწევა „ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს ეშლი კოულს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ სერბებთან ინგლისმა 1:0 მოიგო.