დინამო თბილისსა და „პოლისია ჟიტომირს„ შორის გიორგი მაისურაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 22 წლის მცველი კარიერას უკრაინულ კლუბში გააგრძელებს.
გიორგი მაისურაძე დინამოს აკადემიის აღზრდილია. დედაქალაქურ გუნდთან ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ორჯერ სუპერთასის მფლობელი. დინამოს ფორმით მან მთლიანობაში 66 მატჩი გამართა.
რაც შეეხება „პოლისია ჟიტომირს„, ეს გუნდი უკრაინის პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში გადავიდა და პირველივე წელს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
FCDINAMO.GE