ევროპის ჩემპიონატის მესამე დღის ბოლო მატჩში გელზენკირხენში გაიმართა, სადაც ინგლისის ნაკრებმა სერბეთი ბელინგემის გოლით დაამარცხა.
მატჩი ინგლისელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-13 წუთზე ბუკაიო საკას მიერ ჩაწოდებული ბურთი პრედრაგ რაიკოვიჩის კარში თავით ზუსტად ჯუდ ბელინგემმა გადაგზავნა, შესაბამისად, ანგარიშიც გაიხსნა - 1:0.
სერბეთის ნაკრებს პირველი ტაიმის ბოლოს, გაშვებული გოლის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ფილიპ კოსტიჩი დაშავდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო.
დრაგან სტოიკოვიჩმა მეორე ტაიმიც ცვლილებით დაიწყო და ანგარიშის გათანაბრება სცადა. სერბებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა რეალური მომენტი 77-ე წუთზე კვლავ ინგლისის ნაკრებს ჰქონდა, როდესაც სერბეთი პრედრაგ რაიკოვიჩმა გადაარჩინა.
სერბეთმა მატჩის მიწურულს აქტიურობა კვლავ სცადა, თუმცა მიზანს ვერ მიაღია და საბოლოო ჯამში, ინგლისმა მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგო და ამ ჯგუფის პირველ მატჩში დაფიქსირებული ფრის გამო, ჯგუფს სათავეშიც ჩაუდგა.
მომდევნო მატჩში ინგლისის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება, სერბეთის მეტოქე კი შესაბამისად, სლოვენია იქნება. მატჩები 20 ივნისს შედგება.
სერბეთი 0:1 ინგლისი
ბელინგემი (13)
არენა აუფშალკე - გელზენკირხენი
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
სერბეთი (3-5-1-1): რაიკოვიჩი - ველიკოვიჩი, მილენკოვიჩი, პავლოვიჩი - ჟივკოვიჩი (ბირმანჩევიჩი - 74), მილინკოვიჩ-სავიჩი, გუდელი (ილიჩი - 46), ლუკიჩი (იოვიჩი - 61), კოსტიჩი (მლადენოვიჩი - 43) - ვლაჰოვიჩი - მიტროვიჩი (ტადიჩი - 61).
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნზი, გეჰი, ტრიპიერი - ალექსანდერ-არნოლდი (გალაჰერი - 69), რაისი - საკა (ბოუენი - 76), ბელინგემი (მეინუ - 86), ფოდენი - კეინი.
C ჯგუფი | მ | ფ | წ | ქ | ბ | ა |
ინგლისი | 1 | 0 | 0 | 3 | 1/0 | 1 |
სლოვენია | 0 | 1 | 0 | 1 | 1/1 | 2 |
დანია | 0 | 1 | 0 | 1 | 1/1 | 3 |
სერბეთი | 0 | 0 | 1 | 0 | 0/1 | 4 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრაუნი რაღა იყო და ბოუენი
გუნდს ყავს ფოდენი საკა პალმერი მარჯვენა ვინგერი და ბრაუნს ამატებს კიდევ ტიპი.რა ჩემ მზედ უნდოდა ბრაუნი რომ წაიყვანა?მაგის წაყვანას წაეყვანა ან გრილიში,ან რაშფორდი.ფოდენი მარცხენა ფლანგზე არ ვარგა,ვერც ბურთი ამოაქვს კარგად მარცხნიდან და ვერც უტევს.ეს დირკა არნოლდი რომ უყენია სასტარტოში ცენტრში,გაარღვევენ შუაზე.ფოდენის და არნოლდის გამო მარტივ მამრავლებად დაშლიან ინგლისის ცენტრს
კლოპს მომენტებში თუ უყენია ხოლმე ტრენტი ცენტრში,3 კაცი უმაგრებს ზურგს იგივე ცენტრში და ამავდროულად მარჯვენა მცველზეც ხშირად გადაყავს.ანუ ბოლომდე არ ანდობს ცენტრს მაინც.ამან ლამის როდრის დავალებები მიცა გამომზევებულ არნოლდს)))
კროოსი მზე კი არაა ორი მცველის წინ რომ დგას და ანაწილებს ბურთს.დეკლან რაისი მაგარი ფეხბურთელია მაგრამ კროოსი არაა მაინც
ფლანგის მცველზეც დირკაა არნოლდი და მოედნის ცენტრში საყრდენზე აყენებს ეგეთ ტიპს?ფიზიკურად სუსტი დირკა ტიპი,ბურთსაც ვერ იჭერს.ერთი გრძელი პასი იცის და ასევე მარჯვენა მცველი ყავს ბევრი და აყენებს მაგიტომ.გუშინ რა სასტავიც გამოიყვანა ინგლისმა,მაგ გუნდს ძლიერი გუნდი კრუგებზე არბენინებს უბურთოდ.პრესინგითაც დედას მოუხნავენ,ბურთს არ ამოატანინებენ
ტომორი რამ დაატოვებინა კიდევ,კრისტალ პალასის დაცვით რომ გამოდის მინდორზე.ბევრი რაღაცაა დასალაგებელი ინგლისის ნაკრებში.ერთი პოზიციის მაგარი ხალხი როცა გყავს ბევრი,რაღაც ტაქტიკა უნდა მოიფიქრო ისეთი სადაც უმრავლესობა მათგან ათამაშებ და სარგებელსაც მიიღებ,ან ჯობია დააჯინო სკამზე და შედარებით დაბალი დონე ათამაშო,ოღონდ იმ პოზიციის.არნოლდს რა ჩემი მზე უნდა ცენტრში ბიჭო,ან ტრიპიერს მარცხენა მცველზე
პირველ დიდ ტურნირს უყურებთ თუ მეორეს?საუთგეიტის თავკაცობით უკვე ძირძველი ინგლისელები არ ელიან განსხვავებულს,ფანებიც შეგუებულნი არიან და ვალიდოლიც მომარაგებული გვაქვს)))
ოოოჰ,გამოსულა სიზმარა სიტყვით,არადა ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ყველაზე მაგარი შემადგენლობა ყავდა,თვალსასეირო თამაშით რომ მოეგო იგივე იქნებოდა,ახლა გადაბრუნდა ურემი და დაინახა გზა!მაგრამ ჯერ არ გადაბრუნებულა სიზმაააარ)))
1 თვეა ვიძახი უკვე რომ გერმანია მგონია ჩემპიონი.ინგლისს შემადგენლობა მაგარი ყავს მაგრამ ერთი პოზიციის ხალხი ყავს ბევრი.გრილიში რომ დატოვა მანდ შეცდა საუთგეიტი,ან თუნდაც რაშფორდი.4 მარჯვენა ვინგერის წაყვანას 1 მარცხენა ვინგერი მაინც წაეყვანა.შოუც უნდა დააყენოს ძირითადში,ტრიპიერს რა უნდა მარცხენა მცველზე.არნოლდის ნაცვლად ცენტრში ჯობია მეინო დააყენოს.მოკლედ თუ ტვინს გაანძრევს საუთგეიტი შეუძლია სიტუაციის შეცვლა,არ შეიძლება ისეთი შემადგენლობით და ტაქტიკით თამაში რითაც გუშინ ითამაშა.მარა მეტი არაა ჩემი მტერი მაგან ჭკუა იხმაროს
გერმანია ან საფრანგეთი,არ მგონია ამ ორს გაექცეს წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული.ფრანგები აშკარად ყველაზე ძლიერები არიან და ნემცები სახლში თამაშობენ,პლუს კროოსი მიდის ფეხბურთიდან და ისედაც კაიხანია არ მოუგიათ ევროპა,ამიტომ მაქსიმალურს დადებენ მინდორზე.
ფრანგები დღესვე წააგებენ ავსტრიასთან.
3-4 კაცი მისთვის სხვა პოზიციაზე თამაშობს,დაცვის ცენტრი არ ყავს და რა უნდა მოიგოს ამ ინგლისმა.ამათ მართლა ესპანეთმაც შეიძლება მოუგოს,უფრო ძლიერებზე მაგალითად ფრანგებზე ლაპარაკიც არაა
იგივე არგენტინა მესის კარიერის 80 პროცენტი იყო არასწორად დაკომპლექტებული.10 თავდამსხმელი ყავდთ ტიპებს და დაცვა-ცენტრი არ უვარგოდათ.
ამ ინგლისს მაგალითად არგენტინა(ვიცი რო არაა ევროპაზე),კალბასის ჩეკივით წამოიცვამს მზეზე.უკეთესად დაკომპლექტებული გუნდია და მაგიტომ
ფოდენი პალმერი საკა ბრაუნი,4 მარჯვენა ვინგერი.ამ დროს რა ხდება მარცხნივ?არავინ არ ყავს ნორმალური.ტრენტი ვოლკერი ჯეიმსი ვაითი კონსა ტრიპიერი 6 მარჯვენა მცველი.ამ დროს რა ხდება მარცხნივ?არავინ არ ყავს კარგი.რაისსაც ცენტრში მეწყვილე არ ყავს,ტრენტი რომელი საყრდენია.მეინო ჯერ პატარაა,სამაგიეროდ ათიანზე ბელონგემი ფოდენი მედისონი.მოკლედ ინგლისის გვარებმა არ მოგატყუოთ,რეალურად ცუდად დაკომპლექტებული გუნდია
ეგრეა.
ერთი პოზიციის ფეხბურთელები ყავს ინგლისს ბევრი,გინდა მარჯვენა მცველი აიღე და გინდა მარჯვენა ვინგერი ან ათიანი.სამაგიეროდ პრობლემებია დაცვაში,ცენტრში.სხვა პოზიციებზე უწევს ბევრს თამაში და არაა ეგ კარგი.რეალურად ინგლისი არაა კარგად დაკომპლექტებული გუნდი.5 მარჯვენა მცველს და ვინგერს,ჯობია საყრდენი ყავდეთ და მცველები.წააგებს ეს ინგლისი ძლიერთან
ასეთი თამაშით უნდა ინგლისს ჩემპიონობა?მეტი არაა ჩემი მტერი ამგენმა ეს ევროპა ვერ მოიგონ.დაცვა ამათ არ ყავთ და არნოლდსაც ცენტრში რა უნდა.პატარა პრესინგი ითამაშა სერბეთმა გუშინ და მაგრად გაუჭირდათ,ხოდა ძლიერის ნათამაშები პრესინგი რამხელა პრობლემას შეუქმნით?ფოდენიც მარცხენა ვინგერი არაა და ეგეც ჩაკარგულია ასეთ სისტემაში.შეუძლია მარცხნივ თამაში არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად მარცხნივ დააყენო
არც ესპანეთის ბურთის კატავმა უნდა მოგვატყუოს,უფრო ისეთი გუნდებია საშიში ნელნელა რომ მოუმატებენ,ახლა ბელგია და პორტუგალია ვნახოთ და რათქმუნდა ბაყაყიჭამიები!
სწორედ ქედმაღლობა და სიამაყე ღუპავს ინგლისს,მაგიტომ ძულს ყველას,გუშინაც ბელინგემმა ერთი-ორჯერ გაიამარიაჟა,რაც სულაც არ იყო საჭირო და სათადარიგოთა სკამზე ეგ და არნოლდი ქედმაღლურად იცინოდნენ!
გერმანის მეტოქე არ ყავდა,ცარიელ ადგილს ეთამაშებოდა და მაგან არ მოგატყუოთ,გერმანელები საერთოდ წაქცეულის ცემით გამოირჩევიან,ინგლისელები კატათაგვობანას თამაშობენ და თითქოს მეტოქეს დასცინიან!
მომატებითაც მოუმატებენ და გერმანიაც ვერაფერს დააკლებს,სულაც რომ იფრინოს,უბრალოდ ინგლისს თამაშის სტილი აქვს ამაზრზენი!
რაო სულ ესაა ინგლისის ნაკრები? თუ არ მოუმატეს უფრო ძლიერი ნაკრები შუაზე გახევს ამათ, მათ შორის გერმანიაც
რომაული ანდაზაა - დრო იცვლება და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენცო,ეს კარგმოხნული საუთგეიტი კი არა და არ იცვლება!
როგორც იქნა პირველი სავალიდოლო მატჩი გადავიტანეთ,ვალიდოლი კი ბლომად გვაქვს მომარაგებული)