ფეხბურთი

0:09 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

არდა გიულერი: „პირველ მატჩში სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იქნება“

თურქეთის ნაკრები ევრო 2024-ზე საქართველოსთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. მოახლოებული შეხვედრის შესახებ არდა გიულერმა ისაუბრა:

„ეჭვგარეშეა, რომ სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იქნება. იმედი მაქვს (დორტმუნდის ფანების) ყვითელ კედელზე წითელი და თეთრი ფერების ნახვა კარგი სანახავი იქნება.

უემბლიზე გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ ჩემი გონება უკვე ევრო 2024-ზე იყო. ყოველთვის დიდი პატივია ეროვნული მაისურის ტარება, რაც ჩემთვის საკმარისი მოტივაციაა“

„რეალ მადრიდის“ ნახევარმცველი მოახლოებულ მატჩებში თურქეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი იქნება. მან გასულ სეზონში თეთრი მაისურით ტრავმის გამო მხოლოდ 12 თამაშში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 6 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.

0.114101