ფეხბურთი

23:18 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. მატჩისწინა ვარჯიშს ჩვენი გუნდი ფელბერტში, 15:00 საათზე გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ, 17:45 საათზე მატჩის მასპინძელ სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.

NAKREBI.GE

0.11345