ფეხბურთი

21:54 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ფრე ევრო 2024-ზე | სლოვენიამ და დანიამ ქულები გაიყვეს

ევრო 2024-ზე საქმეში C ჯგუფის გუნდები ჩაერთვნენ. სლოვენიასა და დანიას შორის გამართულ პირველ მატჩში კი ამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ფრეც დაფიქსირდა.

მატჩი დანიელთა აქტიურობით დაიწყო და მე-17 წუთზე ვინდის ქუსლით შესრულებული მშვენიერი პასის შემდეგ კრისტიან ერიქსენმა, რომელიც წინა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში უბედურ შემთხვევას გადაურჩა, ანგარიში გახსნა - 1:0.



პირველ ტაიმში რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარში დანიის ნაკრებმა მიზანმიმართულად, უკან დაიხია და სლოვენიის ნაკრებს შეტევების საშუალება მისცა.

სლოვენიელებს რამდენიმე სახიფათო მომენტი შეექმნათ, მათ შორის ყველაზე რეალური კი 76-ე წუთზე მოხდა, როდესაც ბენჟამინ შეშკომ ბურთი ძელს გაარტყა. ამ მომენტიდან ძალიან მალე, 1 წუთში, კუთხურიდან გადმოვარდნილი ბურთი ერიკ იანზას მიუვიდა, რომლის დარტყმულიც რიკოშეტის შედეგად შმეიხელის კარში შევარდა - 1:1.



ამ მომენტის შემდეგ მატიაზ კეკის გუნდმა უპირატესობა ხელთ იგდო, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ, ევრო 2024-ზე პირველი ფრე დაფიქსირდა.

ამ ჯგუფის მეორე მატჩი დღესვე, 23:00 საათზე ინგლისსა და სერბეთს შორის გაიმართება.

სლოვენიის მომდევნო მეტოქე 20 ივნისს სერბეთი იქნება. იმავე დღეს ითამაშებენ დანიისა და ინგლისის ნაკრებებიც.

სლოვენია 1:1 დანია

იანზა (77) - ერიქსენი (17)

შტუტგარტ არენა - შტუტგარტი
მსაჯი: სანდრო შერერი (შვეიცარია)

სლოვენია (4-4-2): ობლაკი - კარნიჩნიკი, დრკუშიჩი, ბიოლი, იანზა - სტოიანოვიჩი (ვერბიჩი - 67), გნეჟდა ჩერინი, ელსნიკი (გორენჩ სტანკოვიჩი - 75), მლაკარი (ჩელარი - 76) - შეშკო (კურტიჩი - 90+5), შპორარი (ბრეკალო - 90+5).

დანია (3-4-1-2):
შმეიხელი - კრისტენსენი, ანდერსენი, ვესტერგორი - ბა, ჰიულმანდი (დილეინი - 89), ჰოიბიერგი (ნორგორი - 83), კრისტიანსენი (მელე - 79) - ერიქსენი - ვინდი (დოლბერგი - 83), ჰოილუნი (პოულსენი - 83).

0.118742