რაგბი

21:00 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები ფინალში დამარცხდა

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე ფინალურ შეხვედრაში შვედეთთან დამარცხდა.

ჯაბა მალაღურაძის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. გოგონებმა პირველ მატჩში ისრაელს 5 უპასუხო ლელო გაუტანეს და 27:0 დაამარცხეს. მეორე შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ნორვეგიას 25:0 სძლიეს, ჯგუფის ბოლო მატჩში კი ფინეთს 15:12 მოუგეს.

¼ ფინალურ ეტაპზე საქართველოს მეტოქე რუმინეთი იყო, რომელიც 21:0 დაამარცხა. ქართველმა გოგონებმა ქულა კვლავ არ გაუშვეს ნახევარფინალში, სადაც ლატვიას 26:0 სძლიეს და ფინალში გავიდნენ. ცოტა ხნის წინ დასრულებულ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა შვედეთს ვერაფერი მოუხერხეს, 7:31 დამარცხდნენ და მეორე ადგილი დაიკავეს.

რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპი ივლისში გაიმართება.

ზაგრების ეტაპზე ითამაშეს:

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11221