ავტოსპორტი

20:24 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფერარი ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებულია

საფრანგეთში ლე მანის 92-ე 24-საათიანი რბოლა გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ფერარის 50-ე ეკიპაჟი გახდა.

„წითლებმა“ ყველაზე პრესტიჟული გამძლეობის რბოლა ზედიზედ მეორედ მოიგეს. ამჯერად გამარჯვებულ მანქანას იტალიელი ანტონიო ფუოკო, ესპანელი მიგელ მოლინა და დანიელი ნიკლას ნილსენი მართავდნენ, რომელთაც 311 წრის დარტყმა მოახერხეს.

პოდიუმის მეორე საფეხური ტოიოტას ძალიან გამოცდილმა მე-7 ეკიპაჟმა დაიკავა ხოსე მარია ლოპესის, კამუი კობაიაშის და ნიკ დე ვრისის შემადგენლობით, რომლებიც ლიდერს მხოლოდ 14 წამით ჩამორჩნენ. მესამე ადგილი კი ასევე ფერარის #51 ეკიპაჟმა დაიკავა, რომელსაც ჯეიმს კალადო, ანტონიო ჯოვინაცი და ალესანდრო პიერ გუიდი მართავდნენ.

LMP 2-ის კატეგორიის გამარჯვებული ბრიტანული იუნაიტედ ავტოსპორტსი გახდა ორეკა 07-ის მანქანით. LMP2 (Pro-Am)-ის კატეგორია იტალიურმა AF Corse-მ მოიგო ასევე ორეკა 07-ით, LMGT3-ის გამარჯვებული კი გერმანული Manthey EMA გახდა, რომელიც პორშეს მანქანით ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ სასტარტო დროშა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა დააქნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115487