ფეხბურთი

17:34 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთი-ნიდერლანდების მატჩის წინ ჰამბურგში ინციდენტი მოხდა

ევრო 2024-ზე ჰამბურგში, პოლონეთისა და ნიდერლანდების მატჩი მიმდინარეობს, BILD-ის ინფორმაციით, კი მატჩის დაწყებამდე პოლიციამ ნაჯახით და ცეცხლგამჩენი ნივთიერებით შეიარაღებული პირი გაანეიტრალა.

გერმანული გამოცემა იუწყება, რომ თავდამსხმელი გულშემატკივრებს ნაჯახით ემუქრებოდა, რის შემდეგაც თავს პოლიციას დაესხა. სამართალცავებმა ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, შემდეგ კი რადიკალური ზომების მიღება დასჭირდათ და თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე დაიჭრა და ის სასწრაფო დახმარებით მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერ-ჯერობით დაშავებულის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, პოლონეთისა და ნიდერლანდების მატჩი კი ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაიწყო.

თეგებიევრო 2024
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108618