ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ევრო-2024-ზე გამარჯვების შემთხვევაში ბონუსად 9,6 მილიონ ფუნტ სტერლინგს (11,3 მილიონ ევროს) მიიღებენ.
ამის შესახებ The Sun იტყობინება.
იმავე წყაროს ინფორმაციით, სოლიდური იქნება ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის ბონუსიც - 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი (4,7 მილიონი ევრო).
ხაზგასასმელია ისიც, რომ ამჟამინდელი ბონუსის ჯამი აჭარბებს იმ თანხას, რომელსაც ინგლისის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში მიიღებდა - მაშინდელი თანხა 13 მილიონ ფუნტ სტერლინგს (15,4 მილიონ ევროს) შეადგენდა.
ინგლისელები ტურნირში დღეს ჩაერთვებიან. მათი შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ამ გუნდებთან ერთად C ჯგუფში სლოვენია და დანიაა.