სხვა

14:35 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა კუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი შვიდი მედლით დაასრულეს

7 მედალი: 5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, - ასეთი შედეგი დააფიქსირეს ქართველმა კუდოისტებმა იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დიდებსა და 19 წლამდელთა შორის.

პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი გოგო ევროპის ჩემპიონი გახდა კუდოში. 17 წლის მარიამ ნანავამ ოქროს მედალი მოიპოვა. ზედიზედ მეორედ, გახდა ევროპის ჩემპიონი ლევან დარასელია. რომეო გაბლაიამ ევროპირველობაზე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

19 წლამდელთა შორის მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი ვასილ დვალაძე, ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქრო მოიპოვა საბა მაქაცარიამ. რომში ასევე ჩემპიონობა იზეიმა ლუკა ნასარიძემ, ლუკამ ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა, 2022 წელს ნასარიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან 8 კუდოისტმა იასპარეზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123459