ფეხბურთი

1:45 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024 | ნაკრები თურქეთთან შეხვედრისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება.

15 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილის, რომელიც მზადებას ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს.

16 ივნისს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 17 ივნისს ჩვენი გუნდი დორტმუნდში, საქართველო - თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.

NAKREBI.GE

0.120654