ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე იტალიისა და ალბანეთის მატჩით დაიხურა, რომელშიც მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა, იტალიის ნაკრებმა ალბანეთი 2:1 დაამარცხა.
ამ მატჩში ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. ნედიმ ბაირამიმ დიმარკოს მოწოდებული აუტის შედეგად იტალიის დაცვაში გამოწვეული არეულობით ისარგებლა და 23-ე წამზე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - 0:1.
„სკუადრა აძურა“ გონს მალევე მოეგო და მე-11 წუთზე ლორენცო პელეგრინის ჩაწოდებულს ალესანდრო ბასტონი დაუხვდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
გატანილი გოლის შემდეგ იტალიამ ზეწოლა გააძლიერა და მე-16 წუთზე ნიკოლო ბარელამ შესანიშნავი მოჭრილი დარტყმით მოქმედი ევროპის ჩემპიონი წინ გაიყვანა.
მატჩის მეორე ნახევარში ალბანეთი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, 90-ე წუთზე კარგი მომენტიც ჰქონდა. თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ B ჯგუფის პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. იტალიის ნაკრები მომავალ მატჩს 20 ივნისს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხორვატიისა და ალბანეთის მატჩი კი 19 ივნისს შედგება.
იტალია 2:1 ალბანეთი - ბასტონი (11), ბარელა (16) - ბაირამი (1)
სიგნალ იდუნა პარკი - დორტმუნდი
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
იტალია (4-2-3-1): დონარუმა - დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი, დიმარკო (დარმიანი - 83) - ჟორჟინიო, ბარელა (ფოლორუნშო - 92) - ფრატეზი, პელეგრინი (კრისტანტე - 77), კიეზა (კამბიასო - 77) - სკამაკა (რეტეგი - 83).
ალბანეთი: (4-3-3) სტრაკოშა - ჰისაი, ჯიმსიტი, აიეტი, მიტაი - ასლანი, რამადანი, ბაირამი (მუჩი - 87) - ასანი (ჰოჯა - 68), სეფერი (ლაჩი - 68), ბროია (მანაი - 76).
B ჯგუფი | მ | ფ | წ | ქ | ბ | ა |
ესპანეთი | 1 | 0 | 0 | 3 | 3/0 | 1 |
იტალია | 1 | 0 | 1 | 3 | 2/1 | 2 |
ალბანეთი | 0 | 0 | 1 | 0 | 1/2 | 3 |
ხორვატია | 0 | 0 | 1 | 0 | 0/3 | 4 |