სხვა

22:34 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბადრი ყაველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე კაიაკისა და კანოეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი მედალი ბადრი ყაველაშვილმა მოუტანა.

ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კაიაკით 200-მეტრიანი დისტანცია 35,441 წამში დაფარა, ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ევროპის ჩემპიონი - უკრაინელი სპორტსმენი, ვიცე-ჩემპიონი კი პოლონელი ნიჩბოსანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთადგილიანი კანოეთი ასპარეზობისას ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაზა ნადირაძემ, რომელმაც 200-მეტრიანი დისტანცია 38,898 წამში დაფარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115503