ფეხბურთი

21:00 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბრაიტონს“ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს

„ბრაიტონმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს 31 წლის ფაბიან ჰურცლერი უხელმძღვანელებს.

ამერიკელ-გერმანელი სპეციალისტი ბოლოს გერმანულ „სანკტ პაულის“ ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთადაც მეორე ბუნდესლიგა მოიგო და გუნდს ბუნდესლიგაში გადასვლაში დაეხმარა. ჰურცლერმა „თოლიებთან“ 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

31 წლის ასაკში ფაბიან ჰურცლერი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა. მანდ კრის კოულმენის შედეგი გაიმეორა, რომელიც 2003 წელს „ფულემს“ 32 წლის ასაკში ხელმძღვანელობდა.

„ბრაიტონმა“ გასული სეზონი პრემიერ ლიგაში მე-11 ადგილზე დაასრულა, ევროპის ლიგაზე კი 1/8 ფინალში მოახერხა გასვლა, საიდანაც ასპარეზობას „რომამ“ გამოთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1094