ფეხბურთი

18:55 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიამ ევრო 2024 დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ევროპის ჩემპიონატზე მეორე დღის პირველი და A ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც შვეიცარიამ უნგრეთი დაამარცხა.

შეხვედრა შვეიცარიელთა უპირატესობით დაიწყო და ძალიან მალევე, მე-12 წუთზე მიხელ ებიშერის მიერ გაკეთებული შესანიშნავი გადაცემის შედეგად კვადვო დუა ერთი-ერთზე დარჩა და ანგარიშიც გახსნა. თავდაპირველად, თამაშგარის გამო გოლი არ ჩაითვალა, თუმცა ვიდეო რეფერიზე გადამოწმების შემდეგ დუას გოლი ვალიდურად იქცა და შვეიცარია დაწინაურდა 1:0


წითლებმა მეტოქეზე ზეწოლა განაგრძეს და ტაიმის მიწურულს საგოლე პასის ავტორმა, „ბოლონიელმა“ მიხელ ებიშერმა შესანიშნავი დარტყმით გუნდი ორი ბურთით დააწინაურა - 2:0.



მეორე ტაიმში უნგრეთმა შედარებით უკეთ დაიწყო თამაში, თუმცა გუნდს მომენტების შექმნა მაინც უჭირდა. ამის მიუხედავად, მატჩის 66-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის მიერ გაკეთებულ გადაცემას ბარნაბას ვარგა გამოეხმაურა და სხვაობა შეამცირა 1:2.

დარჩენილ დროში უნგრეთის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა, მატჩის მიწურულს კი ბრილ ემბოლომ მატჩს წერილი დაუსვა და შეხვედრა საბოლოოდ შვეიცარიელთა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

უნგრეთი 1:3 შვეიცარია

ვარგა (66) - დუა (12), ებიშერი (45), ემბოლო (90+3)

რაინენერჯიშტადიონი - კიოლნი

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

უნგრეთი (3-4-2-1): გულაჩში - ლანგი (ბოლა - 46), ორბანი, ა. შალაი (დარდაი - 79) - ფიოლა, ნაგი, შეფერი, კერკეჟი (ადამი - 79) - სობოსლაი, რ. შალაი - ვარგა.

შვეიცარია (3-4-2-1): ზომერი - შერი, აკანჯი, როდრიგესი - ვიდმერი (სტერგიუ - 68), ჯაკა, ფროილერი (სიერო - 86), ნდოიე (რაიდერი - 86) - ებიშერი, ვარგასი (ემბოლო - 74) - დუა (ამდუნი - 68).

A ჯგუფი

გერმანია 1 0 0 3 5/1 1
შვეიცარია 1 0 0 3 3/1 2
უნგრეთი 0 0 1 0 1/3 3
შოტლანდია 0 0 1 0 1/5 4

0.117444