ფეხბურთი

18:30 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელა: „ეს ტურნირი წინა ჩემპიონატებთან შედარებით უფრო რთული იქნება“

ევრო 2024-ზე თურქეთის ნაკრები პირველ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ UEFA-სთან ისაუბრა:

„ჯფუფის მოგება ჩვენთვის ისტორიული მომენტი იყო, თუმცა ახლა ახალი თავგადასავალი იწყება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა გუნდისთვის. ვფიქრობ, ეს ტურნირი წინა ჩემპიონატებთან შედარებით მეტად კონკურენტუნარიანი და რთულია, რადგან თამასა საკმაოდ მაღლა აიწია და საშუალო დონის გუნდების დონემაც მოიმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემმა გუნდმა ყველა მატჩში თავის მაქსიმუმი უნდა აჩვენოს.“

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113149