რაგბი

17:49 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე, სამივე შეხვედრა მოიგო და თასის 1/4-ფინალში თამაში გაინაღდა.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდებს ჯგუფური ეტაპის პირველი თამაში ისრაელთან ქონდათ და 5 უპასუხო ლელო გაიტანეს. ლელოები მარიამ გოგუაძემ, თამარ მანაგაძემ, მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა და ანა დათიაშვილმა მიითვალეს. ანა პოღოსიანმა ერთი გარდასახვა გამოიყენა და საქართველომ 27:0 გაიმარჯვა.

გოგონებმა 5 უპასუხო ლელო გაუტანეს ნორვეგიასაც. ამ შემთხვევაში თავი სალომე მაკასარაშვილმა, ლიკა ხუფენიამ, მარიამ გოგუაძემ, მანონი საღარაძემ და სალომე საღარაძემ გამოიჩინეს – 25:0.

დღეს გამართულ მესამე შეხვედრაში კი ქარველმა გოგონებმა დაძაბულ ბრძოლაში ფინეთი 15:12 დაამარცხეს, პირველი ადგილი დაიკავეს და დღეს 1/4 ფინალში რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

ზაგრების ეტაპზე თამაშობენ

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

თეგები7-ქალა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11075