54 წლის ასაკში ინგლისელი ვეტერანი ფეხბურთელი, „არსენალისა“ და „ევერტონის“ თავდამსხმელი კევინ კემპბელი გარდაიცვალა.
საფეხბურთო სამყაროში დღეს მძიმე დღეა. მონტენეგროს ნაკრების მეკარის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა ინგლისში მოხდა. კემპბელი ხანგრძლივ ავადმყოფობას ებრძოლა, რომელთანაც სამწუხაროდ, დღეს, 54 წლის ასაკში დამარცხდა.
კევინ კემპბელი სხვადასხვა დროს „არსენალის“, „ნოტინგემის“, „ტრაბზონსპორის“, „ევერტონის“, „ვესტ ბრომვიჩის“, „კარდიფის“, „ლეიტონ ორიენტის“, და „ლესტერის“ ღირსებას იცავდა, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში კი მას 4 მატჩი აქვს ჩატარებული.