ფეხბურთი

16:15 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

26 წლის ასაკში მონტენეგროს ნაკრების მეკარე გარდაიცვალა

ინგლისური „მილუოლისა“ და მონტენეგროს ნაკრების 26 წლის მეკარე, მატია შარკიჩი დღეს დილით გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შარკიჩი საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მისი გადარჩენა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

მატია შარკიჩი ბოლოს „მილუოლის“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 33 შეხვედრა ჩაატარა, მონტენეგროს ნაკრების კარი კი მან 5 ივნისს, ბელგიასთან მატჩში დაიცვა, სადაც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. შარკიჩს საქართველოსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1186