ფეხბურთი

15:42 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზბიგნევ ბონეკი: „ევრო 2024-ზე საუკეთესო რონალდუ იქნება“

„იუვენტუსის,“ „რომას“ და პოლონეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ახლა კი უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა, ჟურნალისტებს გერმანიაში დაწყებული 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატის ვინაობა დაუსახელა.

„საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ იქნება. მრავალი წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ის დაბერდა ფეხბურთისთვის, მაგრამ კრიშტიანუ ყოველთვის ფორმაშია. მას მაინც შეუძლია ბევრი რამის შეცვლა.

ძალიან მომწონს მბაპეს სიჩქარე და ძალა, თუმცა სუფთა ტექნიკის თვალსაზრისით მბაპე მესი არ არის.

ბელინგემის შესახებ კი ჯერ არ გადამიწყვეტია. ანჩელოტიმ მადრიდის „რეალში" თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლენინა და მინდა ისევ ვნახო ისინი ინგლისის ნაკრების კონტექსტში", - ციტირებს ბონეკის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში მიმდინარეობს. ტურნირი 14 ივნისსს დაიწყო და 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

0.11587