ფეხბურთი

14:49 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ მთავარი შემტევის გაყიდვა სურს

„ნაპოლის“ შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა კლუბი ზაფხულში დატოვოს, წერს The Guardian.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე უკვე გეგმავს 25 წლის ნიგერიელის ტრანსფერს, რომლის ერთადერთი პრობლემა ფეხბურთელის ფასი 120 მილიონი ევროა.

„არსენალისა“ და „ჩელსის“ ოსიმენისადმი დიდი ხნის ინტერესის მიუხედავად, „ალ-აჰლი“ ფორვარდის შეძენის მთავარ კანდიდატად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ოსიმენმა ყველა ტურნირზე 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელებშიც 17 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.120748