ფეხბურთი

12:19 | 15.06.2024 | ნანახია 4961 - ჯერ

მესი სანაკრებო ბომბარდირებს შორის ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით. გვატემალასთან ამხანაგურ მატჩში (4:1) მესიმ დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ირანელ ალი დაეის დაეწია.

რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს (პორტუგალია) ეკუთვნის, რომელსაც ეროვნულ გუნდში ამჟამად 130 გოლი აქვს გატანილი.

36 წლის მესიმ 2006 წლიდან დღემდე ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. მთლიანობაში, არგენტინის ნაკრებში ყველა ტურნირზე 182 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 108 ბურთი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2022 წელს, ყატარის მუნდიალზე, მესი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:14 | 15.06.2024
Kobe Bean (21683)

109 გოლი ქონდა აქამდე ირანელს მაგრამ 1 გოლი ჩამოაკლეს,108 აქვს ახლა ლეოს.კაროჩე 2 გოლი შეაგდოს კიდევ,110-ზე ავიდეს და იქნება ერთპიროვნულად მეორეზე.დიდად რომ არ აინტერესებს იქედანაც ჩანს რომ სხვას უთმობს პენალტებს ასეთ თამაშებში

0.128744