ფეხბურთი

21:00 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ მატვეი საფონოვი შეიძინა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა და „კრასნოდარის“ 25 წლის მეკარე, მატვეი საფონოვი დაიმატა.

საფონოვი „კრასნოდარის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა, რა დროშიც 147 მატჩი ჩაატარა. მეკარემ პარიზულ კლუბთან 2029 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და დიდი ალბათობით, ის ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელი იქნება.

„პსჟ“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ტიტულს გასულ სეზონში კიდევ ერთხელ დაეუფლა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც „დორტმუნდთან“ დამარცხდა.

0.11727