გუშინ გავრცელებული ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ნური შაჰინი „დორტმუნდის“ მთავარ მწვრთნელად იმუშავებს.
35 წლის წლის სპეციალისტმა „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედინ ტერზიჩი შეცვალა და ბორუსიას მომდევნო 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
„ჩემთვის დიდი პატივია „დორტმუნდის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. ამ კლუბის წარმატებისთვისთვის უდიდეს ენერგიას და მონდომებას ვაჩვენებთ და პირველივე დღიდან ჩვენი მაქსიმუმის ჩვენებას შევეცდებით“ - განაცხადა შაჰინმა.
ნური შაჰინმა „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 274 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. 2011 წელს მან ბუნდესლიგის, 2017 წელს კი გერმანიის თასის მოგება მოახერხა. ბოლოს 35 წლის სპეციალისტი „ანტალიასპორს“ ედგა სათავეში.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღესვე „დორტმუნდმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა დატოვა. „დორტმუნდმა“ გასული სეზონი ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზე დაასრულა, ჩემპიოთა ლიგაზე კი ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც „რეალ მადრიდთან“ დამარცხდა.