18:22 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივა გელაშვილმა შესაძლოა „სპეცია“ დატოვოს და ბელგიაში გადაბარგდეს

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მცველმა, ივა გელაშვილმა შესაძლოა იტალიის სერია B-ის გუნდი „სპეცია“ დატოვოს და კარიერა ბელგიაში გააგრძელოს.

იტალიური გაზეთი Secolo XIX იუწყება, რომ „პიზადან“ ადამ ნაგის გამოსასყიდი თანხის, 1.2 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, „სპეციას“ ქართველი მცველის, ივა გელაშვილის გამოსყიდვა, რომელსაც „დინამო ბათუმი“ 600 000 ევროდ აფასებს, ძალიან გაურთულდება და დიდი შანსია იმის, რომ გელაშვილმა კლუბი დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, გელაშვილის დამატებით ბელგიური კლუბები, „შარლერუა“ და „სტანდარტი“ ინტერესდებიან და შესაძლოა 23 წლის მცველმაც კარიერა სწორედ ამ ორი გუნდიდან რომელიმეში გააგრძელოს.

ივა გელაშვილი „სპეციას“ „დინამო ბათუმიდან“ იჯარის წესით გასულ სეზონში შეუერთდა და სერია B-ის წარმომადგენლის რიგებში 10 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 1 ქულის მომტანი გოლიც გაიტანა. „სპეციამ“ სერია B-ში გამოსვლა 44 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა.

0.11276